

შინაგანი განახლება
ტრანსფორმაციული ტრეინინგების ციკლი
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი
#პროდუქტიულობა
#მოტივაცია
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
ჩვენ ადამიანები ვიბადებით გარკვეული ენერგიითa და საჭირო რესურსებით. ამ ორივეს დრო განაგებს. ჩვენ გვეძლევა გარკვეული დრო ამ სამყაროში არსებობისთვის. ეს დაახლოებით 100-120 წლია, ყველაფერი დამოკიდებულია თუ რა დონეზე მივაქცევთ ჩვენ ჯანმრთელობას ყურადღებას, რამდენად შევისწავლით ჩვენ თავს და რამდენად დავზოგავთ ენერგიას. ჩვენ უნდა დავაგროვოთ სიჯანსაღის მარაგი ჩვენს ორგანიზმში რომ შევძლოთ სხვადასხვა ცვლილებებისა და სირთულეების გადალახვა.
გონების და სხეულის კვება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, დამოკიდებულებებთან, განწყობასთან და რაც მთავარია ეს აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე.
მიეცი ცოდნას საშუალება შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, რადგან „შენი ფიქრები შენი ცხოვრების ანარეკლია“.
[ დღე 1] ჯანსაღი საკვების საფუძვლები
„თუ საკვები არ იქნება შენი წამალი,
მაშინ წამალი გახდება შენი საკვები “
-
საკვებთან ურთიერთობის ხელოვნება
-
ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მნიშვნელობა
-
საკვების გავლენა ჩვენს სხეულზე და გონებაზე
-
წყლის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში
-
საკვების ინფორმაციული და ენერგეტიკული მხარე
[ დღე 2] სხეულთან ურთიერთობა
„სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას“
-
სხეულის არსი და დანიშნულება
-
წონის ფსიქოსომატიკა
-
როგორ ვკვებოთ სხეული
-
დღე-ღამის ფაზების მნიშვნელობა
-
ჩვენი ორგანიზმი და მოძრაობა
[ დღე 3] ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები
„ჩვენი ცხოვრება ჩვენი ფიქრების ანარეკლია“
-
გონების არსი და მისი დანიშნულება
-
როგორ ვკვებოთ გონება და ემოციები
-
ფიქრების ტრანსფორმაცია რეალურ სამყაროში
-
გონების გადატვირთვის და გამოწვევის ტექნიკები
-
გონებრივი სიზარმაცის დაძლევის ტექნიკები
[ დღე 4] რა არის პროდუქტიულობა
„შრომისმოყვარეობა და პროდუქტიულობა
ორი სხვა და სხვა ცნებაა“
-
რას წარმოადგენს პროდუქტიულობა
-
იკიგაი -ს (IKIGAI) ფორმულა და ტექნიკები
-
ჩვენი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები
-
ყოველდღიური რუტინული პროცესები
-
ჩვენი ენერგიის დაზოგვის და მართვის ტექნიკები
[ დღე 5] დრო და ჩვენ
„დრო უნდა გამოვიყენოთ როგორც ხელსაწყო,
და არა როგორც საყრდენი“
-
რას წარმოადგენს დრო ჩვენს ყოველდღიურობაში
-
როგორ ვმართოთ დროში ჩვენი სხეული
-
როგორ ვმართოთ დროში ჩვენი გონება
-
დრო ჩვენი სხეული და რესურსები
-
ჩვენი გონება და დროში მოგზაურობა
[ დღე 6] ენერგის მნიშვნელობა და საფუძვლები
„თქვენ არ შეგიძლიათ მართოთ ის, რაც ხდება გარეთ, მაგრამშეგიძლიათ გააკონტროლოთ ის, რაც ხდება
თქვენს შიგნით“
-
ენერგიის ტიპები და მათი მნიშვნელობა
-
ენერგიის დაზოგვის ტექნიკები
-
ენერგიის მიღება და გამოყენება
-
ვის ეკუთვნის ჩვენი ენერგია
-
ჩვენი ენერგიის რეზერვის მნიშვნელობა
[ დღე 7] მიზნის როლი ჩვენს ცხოვრებაში
„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მიღწევებს შორის“
-
როგორ დავისახოთ სასურველი მიზანი
-
როგორ გამოვიმუშაოთ დისციპლინა და ნებისყოფა
-
როგორ გადავლახოთ შინაგანი და გარე წინაღობები
-
როგორ გამოვიმუშაოთ მეომრის უნარები და ატრიბუტები
-
როგორ გადავლახოთ მიზნის გზის სირთულეები
[ დღე 8] ცოცხალი სამზარეულო
„სხეული არის სამზარეულო, გონება მზარეული ხოლო კერძი ენერგია“
-
კვების მედიტაცია
-
საკვებ პროდუქტებთან ურთიერთობის რიტუალები
-
ჯანსაღი პროდუქტების დამუშავება და მომზადება
-
საკვების გონებრივი და ენერგეტიკული მნიშვნელობები
-
პოზიტიური, სასიამოვნო საუბრები და პრაქტიკები
რას მიიღებენ ტრენინგის მონაწილეები?
კურსი, თავისი მრავალმხრივობით, მსმენელს აძლევს საშუალებას სწრაფად და ეფექტურად გაეცნოს საკუთარი სხეულისა და ფსიქიკის ერთობლივი მუშაობის პრინციპებს, გაიაზროს ამ ორი კომპონენტის განუყოფელი ბუნება.
ამის საფუძველზე მსმენელი მიიღებს უმნიშვნელოვანეს და უმთავრეს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება მას ბალანსში მოიყვანოს თავისი სხეული და გონება, დაინახოს ის შინაგანი რესურსები, რომელიც მას არ ჰქონდა ჯეროვნად გამოყენებული და შეძლოს მათი რეალიზება, გახდეს მეტად პროდუქტიული და წარმატებით მიაღწიოს თავის მიზნებს, რაც განპირობებული იქნება საკუთარი სხეულისა და გონების გაზრდილი კონტროლით.
სემინარები იძლევა გათავისუფლების ეფექტს, რადგან მსმენელი შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით იწყებს ზედმეტისგან გათავისუფლებას, რაც მას აგრძნობინებს მეტი ენერგიის გამოთავისუფლებას, რაც მის მიზნებს უფრო ეფექტურად მოხმარდება, გადააფასებს თავის ყოველდღიურობას და აწევს თავისი ცხოვრების ხარისხს.
(კურსის ხანგძლიობა და საფასური დამოკიდებულია მოდულების მიხედვით)
ხანგრძლივობა: 1 თვე - კვირაში 2 დღე - 2/3 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






