

ურთიერთობების ანატომია
შემეცნებითი სამოტივაციო ტრანსფორმაციული კურსი
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი
#შემეცნება
#ურთიერთობა
#მოტივაცია
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
რას გაძლევთ და რა პრობლემებს მოგიგვარებთ ეს კურსი?
მამაკაცის მხარე:
-
როგორ ვიყოთ გულწრფელები და როგორ მოვიპოვოთ ნდობა
-
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და მოტივაცია ურთიერთობებში
-
როგორ დავხვეწოთ ემპათიის ინსტუმენტები
-
როგორ ამოვიცნოთ ქალის სურვილები
-
როგორ მოვიზიდოთ ქალური ყურადღება
-
როგორ ვაკონტროლოთ ბრაზი ურთიერთობებში
-
როგორ გავანაწილოთ პასუხისმგებლობები ურთიერთობებში
-
როგორ ვმართოთ ქალთან ურთიერთობა
ქალის მხარე :
-
როგორ გავუგოთ მამაკაცებს
-
როგორ ავამაღლოთ მარტივად მოტივაცია მამაკაცში
-
როგორ გავაღვიძოთ მამაკაცში ძლიერი მხარე, რაც ქმნის სიმყარეს ურთიერთობაში
-
როგორ გამოვხატოთ სწორად ჩვენი ემოციები მამაკაცისადმი
-
როგორ ვკვებოთ მამაკაცი ქალური ენერგიებით
-
როგორ ვიყოთ მუდმივად საინტერესო და ყურადღების ცენტრში
-
როგორ ამოვიცნოთ ჩვენთვის შესაფერისი და ღირსეული მამაკაცი
კურსი განკუთვნილია მამაკაცებისთვის, რომლებიც მეტ მოტივაციას ეძებენ საკუთარი მამაკაცური საწყისის რეალიზაციისთვის, სრულფასოვნად იგრძნონ თავი ქალთან ურთიერთობაში. ასევე იმ ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ჰარმონიული გახადონ მამაკაცებთან ურთიერთობა, იმედგაცრუებისა და კონფლიქტის გარეშე. კურსი ასევე განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც ზრდიან მომავალ თაობას და აქვთ ურთიერთობა მამაკაცებთან, რომლებსაც უნდა გაუგონ და მათთან ერთად გამოავლინონ საკუთარი ქალური პოტენციალი.
ჩვენს დღევანდელ ყოფაში მამაკაცური სოლიდარობის ნაკლებობაა და იშვიათად შევხვდებით პიროვნებებს, ასევე ჯგუფებს, რომლებთანაც მამაკაცურ თემებზე გასაუბრებას შევძლებდით. ისედაც სტრესულ სიტუაციაში, როდესაც მსგავსი გაზიარების შესაძლებლობა არ არსებობს, მამაკაცებისთვის და ასევე ქალებისთვის, რომლებიც მათ გვერდში დგანან, ეს დამატებითი სტრესია.
დღე [ 1 ] - საკუთარი ძალის შეგრძნება ზრდის მას
-
ძლიერი მამაკაცის როლი ურთიერთობებში
-
ძლიერი მამაკაცის მნიშვნელობა ოჯახში
-
როგორ გრძნობენ თავს ძლიერი მამაკაცის გვერდზე ქალები
-
რა არის ძლიერი მამაკაცის დანიშნულება სოციუმში
-
ძლიერი მამაკაცის 5 ნიშანი
დღე [ 2 ] - ნდობა სიმამაცეა, ერთგულება კი ძალაა
-
როგორ ამოვიცნოთ ძლიერი მამაკაცი
-
როგორ შეცდომებს არ დაუშვებს ძლიერი მამაკაცი
-
რა შეცდომებს უშვებენ სუსტი მამაკაცები ურთიერთობებში
-
მამაკაცების მიერ ქალებთან ხშირად დაშვებული შეცდომები
-
ძლიერი ან ნამდვილი მამაკაცი ვერასდროს მოითმენს ქალისგან...
დღე [ 3 ] - გონიერების გარეშე ძალა საკუთარი სიმძიმის ქვეშ ტყდება
-
რატომ არ გვესმის ქალების?
-
ალფა მამაკაცის 4 ფსიქო და 7 არქეტიპი
-
როგორ გრძნობენ თავს სუსტი მამაკაცები ძლიერი ქალის გვერდით?
-
რატომ სჭირდება მამაკაცს ქალთან ურთიერთობისთვის ნეიტრალური ზონა?
-
მეომრის 5 მთავარი ატრიბუტი მიზნის მისაღწევად
-
5 შეთანხმება საკუთარ თავთან რომ იყო ურთიერთობებში ბედნიერი
დღე [ 4 ] - შეგვიძლია იმდენი, რამდენიც ვიცით. ცოდნა ძალაა.
-
რატომ გვიშლის ხელს ურთიერთობებში მორალური და მენტალური შაბლონების სტრუქტურა?
-
როგორ აღიქვამენ ძლიერი და სუსტი მამაკაცები ცხოვრებისეულ გამოწვევებს?
-
3 ნაბიჯი რომელიც მამაკაცმა უნდა გადადგას ურთიერთობის ჰარმონიზაცისთვის?
-
რა უნდა გავითვალისწინოთ მამაკაცებმა ქალებთან ფლირტის დროს?
-
მენტალური საკვების მნიშვნელობა ურთიერთობებში
რას მიიღებენ კურსის მონაწილეები?
ამ კურსის დასრულების შემდგომ მამაკაცები შეძლებენ საკუთარ თავში აღმოაჩინონ მეტი მამაკაცური პოტენცილი, ასევე შეძლებენ მართონ ქალთან სრულფასოვანი ურთიერთობა. გაითავისებენ მამაკაცისა და ქალის როლს ურთიერთობაში, რაც სრულყოფილი ურთიერთობის როგორც საკუთარ თავთან ასევე პარტნიო ქალთან ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარია.
ამ კურსის დასრულების შემდეგ ქალები აღმოაჩენენ საკუთარი ქალური ენერგიის ძალასა და მის გავლენას მამაკაცურ საწყისებზე. შეძლებენ მამაკაცთან სრულფასოვან ურთიერთობას, გაათვიცნობიერებენ ქალური საწყისის მნიშვნელობასა და ქალის როლს ურთიერთობაში, შეძლებენ სწორედ მიმართონ საკუთარი ქალური ენერგიები ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.
აღნიშნული კურსის ფარგლებში განიხილება როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკაში შეძლებენ კურსის მონაწილეები მიღებული თეორიული ცოდნის გადმოტანას და ნასწავლი ტექნიკების გამოყენებას. კურსი არის მეტწილად ინტერაქციული. ამასთან კურსის სტრუქტურა თეორიული და პრაქტიკული ასპექტის გათვალისწინებით შემუშავებულია იმგვარად, რომ მოითხოვს თითოეულ დამსწრესთან ინდივიდუალურ მიდგომას და მუშაობას, შესაბამისად კურსზე ფიზიკურად დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია.”
ხანგრძლივობა : 2 კვირა - კვირაში 2 დღე - 3/4 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






