top of page
dark-background.jpg

მამაკაცის ყოფა | მეომრის გზა

სამოტივაციო ტრანსფორმაციული ტრეინინგი

მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი

#მოტივაცია

#ფსიქოლოგია

#სიჯანსაღე

რა უნდა მოვიმოქმედოთ როდესაც ჩვენი შვილები გვკითხავენ : რას ნიშნავს იყო კაცი!
 

 

ხშირად გვსმენია  „იყავი კაცი“.  სად ან ვისთან უნდა გავარკვიოთ რას ნიშნავს ეს გამონათქვამი?  სხვებისთვის კითხვა საკმაოდ უსიამოვნოა და ნაკლებად სავარაუდოა რომ გასაგებ და ამომწურავ პასუხს მიიღებ.  

 

უმეტეს ადამიანს ბავშვობაში არ ჰქონია საშუალება ენახა ღირსეული მამაკაცის ყოფის გამოცდილება და მიეღო მაგალითი, არ ჰყოლია ცოდნის გამზიარებელი, რომელიც მას მამაკაცურ როლის, გაგების  და ცოდნის მნიშვნელობას  გაუზიარებდა.

 

აქედან გამომდინარე ბევრი ბავშვი გაიზარდა ისეთ გარემოში სადაც არ მოხდა მსგავსი ცოდნის დახმარებით განვითარება და ჩამოყალიბება, ბევრს დააკლდა ნამდვილი მამაკაცური მაგალითები და ქცევები, რამაც განაპირობა დღევანდელი გარემო, სადაც საკმაოდ ცოტას თუ შეხვდებით ისეთს, ვისაც ესმის მამაკაცურობის სიღრმისეული დანიშნულება, შესაბამისად იგრძნობა მწვავე პრობლემები მამაკაცის ცხოვრებაში, რაც უკვე არა მხოლოდ განყენებული ინდივიდუალური შემთხვევებია, არამედ იქცა ტიპიურ და გავრცელებულ პრობლემად, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. ხოლო პრობლემის გადაჭრა და მოგვარება მამაკაცის ის ამბიციაა, რომელიც მას აქცევს და თავს აგრძნობინებს წარმატებულ მამაკაცად, რომელმაც შეძლო ასეთი დაბრკოლების გადალახვა და სხვასაც დაეხმარა ამის მიღწევაში.

 

ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ყოფასა და გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, პასუხს ვაგებთ ჩვენს გვერდით მცხოვრებ ადამიანებზე და ზემოხსენებული პრობლემის გააზრება და გადაჭრა დაგვეხმარება არა მხოლოდ იმაში, რომ შევარჩიოთ სწორი მამაკაცური სტრატეგია ცხოვრების წარმართვაში, არამედ ეს ცოდნა და გამოცდილება ჩვენს მომავალ თაობებსაც გადავცეთ.

დღე [ 1 ]  -  მამაკაცობას გაგრძნობინებს პასუხისმგებლობა

 

  • მამაკაცის როლის დანიშნულების მნიშვნელობა

  • მასკულინური ენერგიის შესაძლებლობები

  • მამაკაცური ფსიქო და როლის ტიპები

  • მამაკაცური პასუხისმგებლობის გახსენება. (პასუხისმგებლობა როგორც მამაკაცურობის იდენტიფიკატორი)

 

დღე [ 2 ]  -  მამაკაცში მეომარი ითხოვს რეალიზებას

 

  • მეომრის 5 მთავარი ატრიბუტი

  • მიზნის და გზის მნიშვნელობა

  • მორალური და მენტალური შაბლონების სტრუქტურა

  • 5 შინაგანი შეთანხმება საკუთარ თავთან

  • გამოწვევის მიღება, როგორც მეომრად ჩამოყალიბების წინაპირობა

დღე [ 3 ]  -  ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონებაა

 

  • მენტალური, ფსიქიური და ფიზიკური საკვები

  • შინაგანი დისციპლინის და ჰიგიენის პრინციპები

  • ფიზიკური აქტიურობა და სიჯანსაღე

  • მამაკაცობა როგორც აქცენტი ნების სიმტკიცეზე.

  • ნების როლი ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეში

  • მამაკაცური თვითრეალიზების პრობლემა და გამოწვევები ჩვენს სოციუმში

 

დღე [ 4 ]  -  არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა

 

  • ესთეტიურობის და ურთიერთობის ჰარმონიზაცია

  • მამაკაცის და ქალის ნეიტრალური ზონის მნიშვნელობა

  • ფლირტი როგორც ურთიერთობის საწყისი ინსტრუმენტი

  • ოჯახის არსი და მნიშვნელობა

  • მამაკაცური იდენტობის ანალიზი ქალთან მიმართებაში

რას მიიღებენ ტრენინგის მონაწილეები?

 

მამაკაცებისთვის

მამაკაცები გაანალიზებენ თავიანთ წარსულ გამოცდილებას, დაწყებული ღრმა ბავშვობითა და ოჯახიდან მომდინარე პრობლემებით, დამთავრებული ზრდასრულ ასაკში მიღებული გამოცდილებით, ძირეულად მოახდენენ მრავალი საკითხის სხვაგვარ გააზრებას და იპოვიან მათი გადაჭრის პრობლემებს, რადგან პრობლემის გააზრება მისი უკვე სანახევროდ გადაჭრაა.

 

ქალებისთვის

ქალები, რომელიც გაივლის ამ კურსს, ექნებათ მეტი გააზრება იმ საკითხების, რაც მათ გარშემო მცხოვრებ მამაკაცებს აწუხებთ, რაც მათ მისცემს მეტ ცოდნასა და მოტივაციას უკეთ გაუგონ საპირისპირო სქესს და ეფექტურად დაუდგნენ გვერდში პირადი თუ საერთო დაბრკოლებების გადასალახად.

 

მშობლებისთვის

მშობელები უკეთ გაიაზრებენ იმ მნიშვნელობას, რასაც მამაკაცი ატარებს ოჯახში, უჩვენებს იმ სწორ გზასა და ამოცანის ამოხსნას, რომელიც მოსაგვარებელია თითოეული მონაწილის ოჯახში, აპოვნინებს სიტუაციის დაბალანსების საშუალებებს.

 

 

ხანგრძლივობა: 2 კვირა - კვირაში 2 დღე - 3/4 საათი

საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტოის მიერ © 2023

 All rights reserved by MIKHEIL SHANI | ფსიქოლოგი | თერაპევტი | მიხეილ შანი © 2023

bottom of page