top of page
dark-background.jpg

სიჯანსაღე და შინაგანი დისციპლინა

ტრანსფორმაციული ტრეინინგი

მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი

#ტრანსფორმაცია

#ფსიქოლოგია

#სიჯანსაღე

ჩვენს თანამედროვე ყოველდღიურობაში, როდესაც ფიზიკური აქტიურობისა და კვების რიტმები ხშირად არეულია და სხეული გონებასთან ერთად მოდუნებულ მდგომარეობაშია, ადამიანები ასეთ მდგომარეობაში ხშირად უფრო ადვილად მართვადები ხდებიან იმ სისტემების მიერ, რომლებიც გარშემო არსებობენ და ადამიანს კონკრეტული ცხოვრების წესს უდგენენ ან მსგავს რეკომენდაციებს უწევენ, რასაც ადამიანი ეთანხმება კიდეც.

ხშირად ეს გაუცნობიერებლად ხდება, რაც ადამიანს არ აძლევს საშუალებას მისი შესაძლებლობები ჯეროვნად გამოავლინოს. არავინ არის შენი გარდაქმნით, გაძლიერებითა და რეალიზებით დაინტერესებული, თუ თავად არ მოისურვე ეს. შესაბამისად გეძლევა საშუალება გაეცნო საკუთარი ფიზიკური და გონებრივი სიჯანსაღის საფუძვლებს, რათა შეძლო სხეულისა და გონების ჰარმონიაში მოყვანა.

[დღე 1] - ჯანსაღი საკვების და სხეულის საფუძვლები

  • რას წარმოადგენს ჩვენი სხეული

  • ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მნიშვნელობა

  • საკვების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

  • დღე - ღამის ფაზები და ბიორითმი

  • სხეულის ფსიქოსომატიკა

 

[დღე 2] - გონება და მისი შესაძლებლობები

  • გონების არსი და მისი დანიშნულება

  • გონების ვიბრაციული სიხშირები მნიშვნელობა

  • ფიქრების ტრანსფორმაცია რეალურ სამყაროში

  • გონების გადატვირთვის და გამოწვევის ტექნიკები

  • გონებრივი სიზარმაცის დაძლევის ტექნიკები

[დღე 3]  - დრო - ენერგია - მიზანი

  • როგორ ვმართოთ დროში ჩვნი ფიქრები და სხეული

  • ენერგიის მნიშვნელობა და შესაძლებლობები

  • ენერგიის ჯანსაღად მიღება და გამოყენება

  • მიზნის არსი და მისი მნიშვნელობა

 

[დღე 4]  - ცოცხალი სამზარეულოს არსი - ვორკშოფი 

  • საკვებთან ურთიერთობა - კვების მედიტაცია

  • ჯანსაღი პროდუქტების დამუშავება და მომზადება

  • საკვების გონებრივი და ენერგეტიკული მნიშვნელობები

  • პოზიტიური, სასიამოვნო საუბრები და პრაქტიკები.

კურსის განმავლობაში მსმენელი გაეცნობა როგორც სხეულის, ისე გონების კვების საფუძვლებს, რითიც შეძლებს საკუთარი კვებითი რეჟიმის გადახალისებას, ნების გამომუშავებას რათა ისურვოს მეტი პროდუქტიულობა ამ გარდაქმნის ფონზე.

 

მსმენელი სხვანაირად დაინახავს საკვების არსს, რაც მას ბიძგს მისცემს ხარისხობრივად გააუმჯობესოს კვების რესურსიც და რეჟიმიც, რომლითაც მან უნდა იარსებოს, იგი შეიგრძნობს თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია მიღებული საკვები მის გონებრივ და სულიერ განვითარებასთან, რაც მას ცხოვრების წესის შეცვლისკენ უბიძგებს, მეტი პროდუქტიულობისა და ცხოვრებისეული შედეგებისთვის.

 

ხანგრძლივობა : 2 კვირა - კვირაში 2 დღე - 2/3 საათი

საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტოის მიერ © 2023

 All rights reserved by MIKHEIL SHANI | ფსიქოლოგი | თერაპევტი | მიხეილ შანი © 2023

bottom of page