

კვების მედიტაცია
გამაჯანსაღებელი ტრეინინგი
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი
#მედიტაცია
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
შინაგანი განახლება ნამდვილია, როდესაც იგი შედეგებსა და გარესამყაროსთან ურთიერთობაში ვლინდება. შინაგან განახლებას აქვს ერთ-ერთი ინდიკატორი არის საკვები, როგორც საფუძველი, რითიც საზრდოობს ჩვენი სხეულიც და გონებაც. ჩაუღრმავდი არა მარტო იმას თუ რითი იკვებები, არამედ იმასაც თუ როგორ იკვებები.
აქციე შენი ყოველდღიური რუტინა იმ მაგიურ პროცესად, როდესაც საკუთარი თავის გარდაქმნასა და გაუმჯობესებას ახერხებ და ეს ვლინდება შენს კვებისა და სხეულის კულტურაში, შენს გონებრივ შრომაში, შეხედულებებსა და შემოქმედებაში.
[ დღე 1] ჯანსაღი საკვების საფუძვლები
-
საკვებთან ურთიერთობის ხელოვნება
-
ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მნიშვნელობა
-
საკვების გავლენა ჩვენს სხეულზე და გონებაზე
-
წყლის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში
-
საკვების ინფორმაციული და ენერგეტიკული მხარე
[ დღე 2] სხეულთან ურთიერთობა
-
სხეულის არსი და დანიშნულება
-
წონის ფსიქოსომატიკა
-
როგორ ვკვებოთ სხეული
-
დღე-ღამის ფაზების მნიშვნელობა
-
ჩვენი ორგანიზმი და მოძრაობა
[ დღე 3] ცოცხალი სამზარეულო
-
კვების მედიტაცია
-
საკვებ პროდუქტებთან ურთიერთობის რიტუალები
-
ჯანსაღი პროდუქტების დამუშავება და მომზადება
-
საკვების გონებრივი და ენერგეტიკული მნიშვნელობები
-
პოზიტიური, სასიამოვნო საუბრები და პრაქტიკები
კურსის განმავლობაში მსმენელი სიღრმისეულად გაეცნობა კვების კულტურის არა მარტო მნიშვნელობასა და მის ინფორმაციულ მხარეს, არამედ მიიღებს მნიშვნელოვან რჩევებს პრაქტიკული თვალსაზრისით.
კვების პროცესი, რომელსაც ბევრი ძალზე რუტინულად განიხილავს, მსმენელისთვის გახდება თვითშემეცნებისა და საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი, რაც მას დიდ სიამოვნებასა და თავისუფლების შეგრძნებას მიანიჭებს.
თავისუფლების შეგრძნება მომდინარეობის იქიდან, რომ მსმენელი გაეცნობა კვებით ჩვევებთან პირდაპირ დაკავშირებულ სხეულის კულტურას, ფიზიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც პირდაპირ განაპირობებენ გონებრივ სიჯანსაღესა და პროდუქტიულობას.
ეს იქნება სხეულისა და გონების სინქრონული გარდაქმნის დასაწყისი, რაც კვებითი ჩვევების ახლებურად გააზრებას დაეფუძნება.
ხანგრძლივობა : 1 კვირა - კვირაში 3 დღე - 2/3 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






