top of page
dark-background.jpg

შემოქმედებითობა

ტრანსფორმაციული ტრეინინგი

მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი

 

#შემოქმედობითობა

#ფსიქოლოგია

#სიჯანსაღე

ყოველდღიური გადაჭარბებული მოლოდინები და გაუთავებელი მოთხოვნილებები, ადამიანს ართმევს ყველაძე ძვირფასს, ეს არის ენერგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენმა სხეულმა გაუძლოს დროს და გადალახოს ყოველდღიური ცვლილებები.

როდესაც ადამიანს უენერგიოდ რჩება, ის ხდება რუტინული კოლექტიური სისტემის ნაწილი. მისი გონება დაბალ - ალფა სიხშირეზე ეცემა და  სამყაროს - ბუნების ბიორითმიდან ვარდება, რის გამოც წყდება კავშირი საწყისებთან და სიღრმეებთან, რომელიც ადამიანის სიჯანსაღის საფუძველია.

ამ მდგომარეობაში ადამიანებს გამოაქვთ სწრაფი დასკვნები და გადაწვეტილებები, ხშირად იყენებენ სიტყვა „ვიცი“-ს და არიან მუდმივად დაღლილები. ავიწყდებათ სიტყვების მნიშვნელობა: მაინტერესებს, შემიძლია, არ ვიცი, რადგან ჩვენი სასიცოცხლო ენერგია გამუდმებით გაედინება ზემოაღნიშნულ მდგომარეობის გამო, არ გვრჩება არც დრო და არც სურვილი, რომ რაიმე ახალი შევქმნათ, ჩავუღრმავდეთ წარმოსახვებს და ფანტაზიებს, გავზარდოთ მიზიდულობის ძალა მიზნის მისაღწევად და გვქონდეს ცვლილებების გადალახვის მზაობა.

ყველა ადამიანს თავისი გზა და არჩევანი აქვს, მაგრამ სიფხიზლე და მზაობა ეს აუცილებელი უნარია, რომელიც გზა და გზა დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მისაღწევად.

შემოქმედებითობა და მიზანი

  • როგორ განვავითაროთ შინაგანი შემოქმედებითობა

  • როგორ მივიღოთ ინსპირაცია დამოკიდებულებების გარეშე

  • როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს

  • როგორ მოვახდინოთ ჩვენი სურვილების ტრანსფორმაცია

  • რა ჭირდება სამყაროს ჩვენგან და პრირიქით

  • როგორ დავძლიოთ მეტოქეობა და წინააღმდეგობები

  • როგორ გადავლახოთ შინაგანი და გარე შიშები

  • როგორ გამოვიმუშავოთ თავდაჯერებულობა და შინაგანი დისციპლინა

მოცემულ ტრენინგზე მსმენელი აღმოაჩენს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც მასში არასათანადოდ არის რეალიზებული და მიიღებს მუხტს, რათა სწორად გამოავლინოს ისინი.

იგი მიიღებს არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ გახდეს უფრო წარმატებული და პროდუქტიული, როგორ ისწავლოს ენერგიის დაზოგვა, რომელსაც ხშირად არასწორ მიზნებს ახმარს და გაუშვას ენერგია საჭირო მიმართულებით.

 

მსმენელი შეძლებს იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რათა შეძლოს თავისი სურვილების უფრო დიდი ხარისხით ხორცშესხმა და იმ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, შეძლოს წინააღმდეგობების გადალახვა რათა რეალიზდეს როგორც შიშებისგან გათავისუფლებული, წარმატებული პიროვნება.

 

ხანგრძლივობა : 1 დღე - 4/5 საათი

საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტოის მიერ © 2023

 All rights reserved by MIKHEIL SHANI | ფსიქოლოგი | თერაპევტი | მიხეილ შანი © 2023

bottom of page