

შინაგანი ალქიმია
თერაპიული ტრეინინგი
მენტორი : ვალეოლოგი | მიხეილ შანი
#თერაპია
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
ხმაური რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს და ფიქრები რომლებიც ჩვენს გონებაში მუდმივად ტრიალებს, ქმნიან გრძნობების ერთობლიობას. ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ ესეც საკვებია, როგორც ფიზიკური, ოღონდ სხვა ტიპის, რომელსაც ზოგჯერ უფრო მეტად შეუძლია დაგვაზიანოს, მოგვწამლოს, გაგვაბედნიეროს ან გაგვაჯანსაღოს, აქედან გამომდინარე ჩვენ გვერღვევა შინაგანი სიმშვიდე, რომელიც ყველაზე ძვირფასი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა ტიპის საკვებთან ურთიერთობა, მათი დამუშავება და დახარისხება, რამდენად გვიღირს მიღება, გადამუშავება ან მისგან განთავისუფლება.
ყველა ტიპის საყვებს აქვს 2 მხარე, სასარგებლო და საზიანო, რას გვაძლევს და რას გვართმევს. ზუსტად ამას გვასწავლის შინაგანი ალქიმია.
შინაგანი ალქიმია
-
ფიზიკური - მატერიალური საკვების მნიშვნელობა
-
ემოციური საკვების ტიპები და ასპექტები
-
ნების აქტები, ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებების დამუშავება
-
ინდივიდუალური ცნობიერების და კოლექტიური ცნობიერების საკვები
-
ჩვენი შინაგანი შეთანხმებების მნიშვნელობა
-
სხეულის ფსიქოსომატური მხარე და პრაქტიკული მიდგომები
მოცემული სემინარის ფარგლებში მსმენელი მიიღებს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხება ფიზიკური სხეულისა და ფსიქიკის ერთობლივი ფუნქციონირების შესახებ.
მიღებული ცოდნა და პრაქტიკული ანალიზი საშუალებას იძლევა, რომ ფიზიკური საკვები და მისი მიღების რეჟიმი დაკავშირდეს ფსიქო-ემოციურ ფონთან შესაბამისად, მოხდეს მათი ჰარმონიზაცია, რაც ადამიანს ბედნიერს და უფრო პროდუქტიულს ხდის.
ემოციების ჰიგიენა და საკვების გააზრებული, დახარისხებული მიღება ორი კომპონენტია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და მათი ერთობლივი მოწესრიგება ადამიანს ეხმარება ჯანსაღი და მისთვის ოპტიმალური ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.
მსმენელი შეძლებს თავისი ფიზიკური თუ ემოციური საკვები შეუსაბამოს თავის კონკრეტულ მიზნებს.
ხანგრძლივობა : 1 დღე - 4/5 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






