

სიცოცხლე მოძრაობაში
ტრანსფორმაციული ტრეინინგი
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი
#ტრანსფორმაცია
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
არის წარუვალი ღირებულებები, რომლებიც მუდამ აქტუალურია და მათზე მუშაობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს. ასეთია ჯანმრთელობა და ფიზიკური აქტიურობა.
დიახ, ეს არის ფუნდამენტური ღირებულება, რადგან თუ ჩვენი სხეული არ არის გამართული, თუ ის ვერ ასრულებს გონების მიერ დასახულ მიზნებს, პიროვნება პარალიზებულია და წყვეტს თავის არსებობას.
ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებზე ვისაუბრებთ, არამედ პირველ რიგში მის არსზე, გთავაზობთ იმ ფილოსოფიის წინ წამოწევას, რომელსაც ჰქვია „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება“ (Mens sana in corpore sano).
გთავაზობთ სემინარებს, რომელშიც მონაწილეობისას გააზრებულად მიუდგებით ფიზიკური აქტიურობის საკითხებს. შემოთავაზებული იქნება როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ვარჯიშების ტიპები, რომელთა ერთობლიობა ყველაზე ეფექტური გზაა დასახული მიზნების მისაღწევად.
ჩვენ გამოვდივართ ანტიკური ფიზიკური კულტურით, იმ ფილოსოფიით, რომლითაც ძველი ელინები დახვეწილ გონებასთან ერთად დახვეწილ სხეულსაც ადიდებდნენ.
გაიაზრე შენი სხეული, როგორც შენი სურვილების შესასრულებლად განკუთვნილი ინსტრუმენტი და შეიგრძენი გონებისა და სხეულის ერთობლივი წვრთნის ხიბლი და ბედნიერება.
[დღე 1] - ფიზიკური ასპექტები
-
სხეული როგორც ტაძარი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ
-
სხეულის ფიზიკური და გონებრივი საკვები
-
სხეულის ფიზიკური სტრუქტურული განხილვა
-
სხეული წყობის ძირითადი ტიპები და ასპექტები
-
სხეული როგორც ინსტრუმენტი თვითდამკვიდრებისთვის
[დღე 2] გონებრივი ასპექტები
-
სხეულის ფსიქოსომატური მიდგომის პრაქტიკული მეთოდები
-
სხეულისა და გონების ზემოქმედება ერთმანეთის განვითარებაზე
-
სხეულის გარდაქმნა მიზნებისა და სურვილების მიხედვით
-
ჰორმონალური ფონისა და ქიმიური პროცესების ცვლა. სხეულის ალქიმია
მსმენელი მიიღებს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფიზიკური და მენტალური ერთობლივი აქტიურობის მნიშვნელობაზე.
სემინარზე საკუთარი ინფორმაციული ველის გადახალისებით და ხედვების გაჯანსაღებით იგი მიიღებს უძლიერეს მოტივაციას, რათა გააუმჯობესოს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი მონაცემები, შეიტყობს თუ როგორ ხდება მათი სინქრონული და ჰარმონიული მოქმედება.
ცოდნა და რჩევები იქნება სრულიად პრაქტიკული, რომელიც ეფუძნება იმ ფილოსოფიასა და ცოდნას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მუდამ აქტუალურია.
მენტორისგან იგი მიიღებს სწორ და საჭირო პასუხებს, თუ როგორ და რა საშუალებებით იქნება მისთვის უკეთესი, რათა დაგეგმოს თავისი ფიზიკური აქტიურობის ჰარმონიზაცია თავის გონებრივ აქტიურობასთან.
შეხვედრა იძლევა სიჯანსაღის ფორმულებს, რომლებიც ადამიანს თავისი მიზნებისა და სურვილების ასრულებაში ეხმარება და სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ხანგრძლივობა : 1 კვირა - კვირაში 2 დღე - 2/3 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






