

რას წარმოადგენს პროდუქტიულობა
ტრანსფორმაციული ტრეინინგი
მიხეილ შანი | ფსიქოლოგი | თერაპევტი | ვალეოლოგი
#პროდუქტიულობა
#ფსიქოლოგია
#სიჯანსაღე
დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრებისეული რეჟიმი ხშირად გვაზარმაცებს, მოდუნება აისახება როგორც ჩვენს გონებრივ მუშაობაზე, ისე მის საკვებ რესურსზეც, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. დიახ, გონების საზრდო არის არა მხოლოდ ის აზრობრივი სივრცე, რომელსაც ვიღებთ ან უარვყოფთ, არამედ თავად მატერიალური საკვები, რომლითაც ვსაზრდოობთ.
შენ გეძლევა შესაძლებლობა საფუძვლიანად გაეცნო შენი სხეულისა და გონების კავშირს, რომელიც გამყარებულია იმით თუ რითი იკვებები და რას წარმოადგენს შენი ცხოვრების წესი.
[ დღე 1 ] ჯანსაღი საკვებისა და სხეულის საფუძვლები
-
ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების მნიშვნელობა
-
რას წარმოადგენს ჩვენი სხეული
-
საკვების გავლენა ჩვენს სხეულზე და გონებაზე
-
სხეულთან ურთიერთობის ტექნიკები
[ დღე 2 ] გონება და მისი შესაძლებლობები
-
რას წარმოადგენს პროდუქტიულობა
-
გონების ხრიკები და მექანიზმები
-
ფიქრების ტრანსფორმაცია რეალურ სამყაროში
[ დღე 3 ] სემინარი - დრო - ენერგია - მიზანი
-
როგორ ვმართოთ დროში - ჩვენი ფიქრები და სხეული
-
ენერგიის მნიშვნელობა და შესაძლებლობები
-
შინაგანი დისციპლინა და ნებისყოფა
-
მიზნის არსი და მისი მნიშვნელობა
სამდღიანი კურსის განმავლობაში მსმენელი ფოკუსირდება საკუთარ სხეულსა და გონებაზე ახლებურად, იგი გაიაზრებს მათ შორის იმ ბუნებრივ და ლოგიკურ კავშირებს, რომლის შედეგია კონკრეტული ადამიანის ფიზიკური, ემოციური და მენტალური მდგომარეობა.
კურსი მოტივაციას მისცემს ყოველ მსმენელს გახდნენ უფრო წარმატებულები როგორც გარემოსთან ურთიერთობაში, ისე საკუთარ თავთან ჰარმონიზაციით და ეს ყველაფერი ეფუძნება კვების კულტურისა და სხეულის სწორი რეჟიმის გამომუშავებას.
ხანგრძლივობა : 1 კვირა - კვირაში 3 დღე - 2/3 საათი
საიტზე არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია ავტორის მიერ © 2023






