


რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
წესები ცხოვრებას არ აქვს, რადგან ჩვენი გარემო მუდმივად იცვლება. იცვლება ემოციები, იცვლება ხედვები და იცვლება ენერგიის მიღება გაცემის კოეფიციენტებიც, როდესაც ადამიანს უენერგიოა, ის ხდება რუტინული წრის ნაწილი. მისი გონება დაბალ - ალფა სიხშირეზე ეცემა და სამყაროს - ბუნების ბიორითმიდან ვარდება, რის გამოც წყდება კავშირი ბუნებასთან და სიჯანსაღესთან. ადამიანი ხდება მუდმივად დაძაბული დაღლილი და აგრესიული, მასში ჩნდება სიავე, რომელიც უამრავ ფსიქოსომატურ პრობლემებს წარმოშობს, რაც აისახება ადამიანის გარეგნობაზეც და სხეულზეც. ასეთი ადამიანის გაჯასნაღება უკვე რთული ხდება. ადამიანების უმეტესობა დანა-ჩანგლით ითხრიან საფლავებს, როცა საკვებმა საციცოხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა მოქვცეს: დრო და ენერგია. იმის მაგივრად რომ ჩვენ დავზოგოთ ჩვენი რესურსები და გაუძლოთ დროს, ჩვენ ვამოკლებთ სწრაფად.
ჩემი აზრით არ აქვს არანაირი შედეგი რჩევებს, მითითებებს და ინსტრუქციებს, რადგან ნებისმიერი მსგავს მიდგომა, მხოლოდ პრობლემის დანახვის საშუალებას გვაძლევს და არა მიზეზის, საიდანაც წარმოიშობა პრობლემები. შეუძლებელია მოაგვარო რობლემა, როდესაც არ იცი მიზეზი.
ნებისმიერი დაავადება და პრობლემა მოგვარებადია მაშინ, თუ ადამიანი აიღებმს პასუხისმგებლობას მიზეზის წარმოშობაზე. ზუსტად ეს არის დახმარება, გახდე მოდუსი პრობლემასა და მიზეზს შორის და დაანახო ადამიანს, როგორ მივიდეს მიზეზებამდე. მოაგვარებთ თუ არა ეს მისი გადასაწყვეტია, რადგან სიჯანსაღეს ის იმსახურებს, ვინც ფხიზელ მდგომარეობაშია, ბუნების და სამყაროს კანონებს ითვალისწინებს და რეალობას აღიქვამს.
რა როლი აქვს კვებას და ვარჯიშს ადამიანის სრულფასოვნად განვითარებაში?
ვიცოცხლოთ არა ჭამისთვის, არამედ ვჭამოთ, რათა ვიცოცხლოთ
ცოცხალი საკვები ერთგვარ ჯანსაღი სამყაროს ანბანს წარმოადგენს, რომლის საშუალებით ჩვენ სამყარო გვესაუბრება. თითოეულ ბუნებრივ საკვებში მოთავსებულია გარკვეული ტიპის ნივთიერებები და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ სიჯანსაღისთვის გვჭირდება. არ არსებობს ცუდი ან კარგი ბუნებრივი კვების პროდუქტი, ყველა პროდუქტს ორი მხარე აქვს: პირველი, რომელიც რაღაცას გაძლევს და მეორე, რომელიც რაღაცას გართმევს, ამ ორი მხრის ბალანსი იძლევა სიჯანსაღეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას გვაძლევს და რას გვართმევს პროდუქტი, რასაც ვიღებთ, რადგან ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. უნდა ვიცოდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვეს ფიქრებზე და მოქმედებებზე, რადგან მავნე ფიქრები და ჩვევები კვებავენ ერთმანეთს.
სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას
ძველად ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლებოდა: როცა არ იცოდი წერა და ცურვა. ბერძნები თვლიდნენ რომ ფიზიკური და გონებირივი მხარე ბალანსში უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანი ვითარდებოდა ფიზიკურად, აუცილებლად უნდა განვითარებულიყო გონებრივი კუთხითაც. დღევანდელ რეალობაში ეს ორი მხარე უმეტესობა ადამიანს ჩამორჩება, რადგან არ აქვს არც დრო და არც ენერგია (რაზეც ზემოთ ვისაუბრე). მოძრაობა და მოქნილობა საშუალებას გვაძლევს ორგანიზმი განთავისუფლდეს დაძაბულობებისგან, გადაღლიობისგან, უენერგიობისგან და ნერვული სტრესული მდგომარეობისგან. ადამიანები რომლებიც ნაკლებს მოძრაობენ უფრო დაღლილები არიან ვიდრე ადამიანები რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები ან მუდმივად მოძრაობაში იმყოფებიან, რადგან როდესაც ჩვენ უმოძრაო მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამ დროს ძალიან ბევრი სტაბილიზატორი კუნთები არიან დატვირთულები და უფრო მეტ ენერგია გაედინება ჩვენი სხეულიდან ვიდრე დიდი კუნთების მუშაობის შემთხვევაში. აუცილებელია სხეული ყველა კიდურმა იმოძრაოს, რომ მოხდეს სისხლის სრულფასოვანი ცირკულაცია, რისი საშუალებითაც მეტი ჟანგბადი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები მიეწოდება ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედს. ამ დროს ჩვენი სხეული უფრო პროდუქტიული და ენერგიული ხდება, იზრდება გონებრივი შესაძლებლობები და ადამიანს უბრუნდება სასიცოცხლო ძალა, რაც ყოველდღიური ცვლილებების გადალახვაში გვეხმარება.
მოძრაობა სიჯანსაღის ერთერთი მთავარი პაზლია.
მუსიკის შესახებ
მუსიკა, როგორც ასეთი ვიღაცის არ არსებობს, რადგან მუსიკა კოლექტიური ცნობიერების ნაწილია, როგორც ენერგია. მუსიკა სამყაროს ერთერთ ენას წარმოადგენს, მისი საშუალებით ჩვენ ვქმნით კავშირს ბუნებასთან. მუსიკა საუკეთესო პანაცეაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ქვეცნობიერი გაანთავისუფლოს ზედმეტი ბლოკებისგან და წინაღობებისგან. მუსიკა თავისუფლების აღქმის და პოზიტიური მუხტის მიღების საშუალებას იძლევა, მთავარია ვისწავლოთ მოსმენა.






