ნდობა სიმამაცეა - ერთგულება კი ძალა
- Mikheil Shani
- Oct 13, 2024
- 1 min read
ხშირად ადამიანი საკუთარ თავს აიმედებს და კვებავს იმ აზრით, რომ იგი ძლიერია. მაგრამ ყოველგვარ ძალას აქვს თავისი გამოცდაც - თუ როგორ რეალიზდება ანუ ხორციელდება.
ძალა, რომელსაც ხორცი არ შეუსხამს რაიმე ფორმით, არ არის რეალიზებული. და სწორედ ძალის რეალიზებისას გადის გამოცდას ადამიანი - თუ რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას თავის ძალაზე.
ძალას აქვს თავისი ხარისხები და როდესაც ადამიანი თავის ძალას რაიმე ფორმით ავლენს და იმავე დროს არ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, მოვლენებზე და საგნებზე, რომლებზეც ზემოქმედებს თავისი ძალით, ის სინამდვილეში სისუსტეს ავლენს.
ძალა პასუხისმგებლობის გარეშე სისუსტეა. პასუხისმგებლობის შეგნება კი არის ის, რაც ძალის გამოვლენას აძლევს ხარისხს
Comments